суббота, 8 июня 2013 г.

1. პროექტის სახელწოდება: ''ყვავილების მოზაიკა"
2.პროექტის მთავარი იდეა: (თემა) ერთნაირი არა გადამფარავი ფიგურებით შედგენილი ფიგურის (მართკუთხედის ფორმის მიწის ნაკვეთი) ფართობის გამოთვლა, ერთნაირ ფიგურებზე სხვადსხვა ფერის ყვავილების გაშენება.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები დაამუშავებენ სკოლის ეზოში არსებულ 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთს,  დაყოფენ რვა ტოლ მართკუთხედად, თითოეულ მართკუთხედში დარგავენ სხვადსხვა ფერის ყვავილებს. მოსწავლეები დადგენენ, რომ ფართობის დაყოფით მიღებული მართკუთხედების ფართობთა ჯამი მთლიანი ნაკვეთის ფართობის ტოლია. გაალამაზებენ სკოლის ეზოს, ისწავლიან ყვავილების გაშენებას ,მოვლას
4. პროექტის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ფიგურების ფართობის გამოთვლა, შედარება, დაყოფა, შესაბამისი ერთეულის შერჩევა, სიდიდეთა არსის უკეთ დაუფლება, ფიგურათა ფართობის დასადგენად გაზომვებისა და გამოთვლების უნარის განვითარება, ყვავილების გაშენება და მოვლა.
5. მონაწილეთა ასაკი: 11–12 წელი
6. მონაწილეთა რაოდენობა: 25 მოსწავლე
7.ვადები და ხანგრძლივობა: სამი თვე
8. მოსალოდნელი შედეგები და პროდუქტები: ეზოს კეთილმოწყობა, მოსწავლეებში ბუნების დაცვის და მოვლის  ინტერესის გაზრდა, სხავადსხავ მცენარეებზე ინფორმაციის მიღება, მოვლის წესების შესწავლა.
9. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სამეურნეო იარაღი   ( თოხი, ბარი), მიწის ნაკვეთის საზომი ხელსაწყოები, ყვავილების თესლები (ნერგები) სხვა დამხამრე სამუშაო ინსტრუმენტები.
10. პროექტის მსვლე ლობა
                  1. ნაკვეთის გათავისუფლება ქვებისაგან
                  2, დაბარვა
                  3, დაყოფა, უფრო მცირე ზომის მართკუთხედებად
                  4. მიწის გაფხვიერება, განოყიერება
                  5. ყვავილების ჯიშების შერჩევა
                  6. ყვავილები დარგვა დათესვა
                  7. ყვავილების გაშენება – მოვლის წესებზე ინფორმაციის მოძიება
                  8, პერიოდული მორწყვა
                  9. სარეველისაგან ყავვილების გათავისუფლება
  11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  მათემატიკა V.4, მათემატიკა V.5,  მათემატიკა V.11, ბუნებისმეტყველება
12. პროექტის ხელმძღვანელი: რუსუდან ლომიძე
ხელმძღვანელის ელ:ფოსტა: rusudan.lomidze12@gmail.com